Bloomberg-ის ანალიტიკოსები: ბიტკოინის კურსი შესაძლოა, ისევ შემცირდეს

0
2955

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის კურსის შემცირებასთან დაკავშირებით “ბლუმბერგის” ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ბიტკოინის კურსი კიდევ უფრო დაეცემა.

“ბიტკოინის ფასის უკიდურესი დაცემა 1.500 დოლარზეა მოსალოდნელი”.

“ბლუმბერგი” ციტირებას ახდენს ინვესტორი ტრევის კლაინგის ნათქვამისა, რომელმაც გაანცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა ფასის დაცემა დაიწყო მას ღამღამობით კარგად აღარ სძინავს.

კლაინგი იმასაც აღნიშნავს, რომ ბიტკოინის გარდა, შეიძლება ბიტკოინ Cash-ის კურსიც საგრძნობლად შემცირდეს, რაც საკმაოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზარზე.

რამდენიმე დღის წინ Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა, რომ სლამერმაც დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა. მისი მოსაზრებით, ბიტკოინის კურსის დაცემა კვირეების განმავლობაში გაგრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ თვეში ბიტკოინის ფასი 14 ნოემბერს შემცირდა და ის 5.738 დოლარზე დაეცა. თუმცა 19 ნოემბრის დილის მონაცემებით ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი ამაზე დაბლა აღმოჩნდა და 5.562 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი