პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში Stellar-ის კურსი შესაძლოა, 0.30 დოლარამდე გაიზარდოს

0
1766

ალტკოინების ფასი კლების ტენდენციას განაგრძობს. მონეროს კურსი 104 დოლარის ნიშნულიდან 90 დოლარამდეა შემცირებული. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 91 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 92 დოლარი იყო. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 80 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს მონეროზე ვაჭრობა 88 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 87 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი მოსაზრებით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელიც კი არის, რომ მონეროს კურსი 81 დოლარის ნიშნულზე დაეცეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასების დასტაბილურებას დაელოდონ.

სხვა ალტკოინების მსგავსად Stellar-ის ფასიც შემცირებულია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია კრიპტოვალუტის 0.22 დოლარზე შემცირებაც. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი კი 0.24 დოლარს შეადგენს.

15 ნოემბერს Stellar-ზე ვაჭრობა 0.23 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.24 დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი Stellar-მა 0.21 დოლარზე აჩვენა. ალტკოინზე ვაჭრობა 0.24 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ერთადერთ ზრდის ტენდენციად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 0.30 დოლარს მიაღწევს. თუმცა ტრედერებს ურჩევენ, რომ სანამ ალტკოინი ფასის ზრდის ტენდენციას არ აჩვენებს ვაჭრობა არ განახორციელონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი