14 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბათს, 14 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების ფასის შემცირება შუა დღიდან დაიწყო.

    Bitcointicker-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსი 5.600 დოლარის დაბლა ჩამოვიდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 11%-ით შემცირდა.

    ბიტკოინს წინა დღეებში ჰქონდა ფასის ზრდის ტენდენციის ნიშნები, თუმცა ფასის ასეთი მკვეთრი ცვლილება ანალიტიკოსებისა და ტრეიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

    დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 5.504 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი რამდენიმე დღის წინ მოპოვებულ 200 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი დაახლოებით 13.4%-ით შემცირდა.

    ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული უკიდურესად შემცირებულია. ალტკოინის ფასი 175 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდის ზღვარს ჩამოსცდა და დაახლოებით 187 მილიარდი დოლარი შეადგინა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *