ალტკოინების ფასი მკვეთრად არის შემცირებული

0
1848

გუშინდელი დღე კრიპტოვალუტებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. წინა დღეების განმავლობაში რიპლის ჰქონდა შესაძლებლობა, რომ 0.55 დოლარისთვის მიეღწია. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.50 დოლარზე გაიხსნა, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 0.51 დოლარი იყო, ხოლო რიპლის ყველაზე დაბალი კურსი 0.43 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი რიპლიზე ვაჭრობა 0.47 დოლარზე დაიხურა.

დღევანდელი მონაცემებით, რიპლის კურსი 0.45 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რიპლის კურსის დაცემა ჯერ 0.37-ზე შემდეგ კი 0.24 დოლარზე.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: დღევანდელი კურსით კრიპტოვალუტა 435 დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინისთვის 480 დოლარი იყო კრიტიკული დონე. თუმცა ბიტკოინ Cash-მა ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

14 ნოემბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 511 დოლარზე გაიხნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 525 დოლარი იყო, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 421 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ალტკოინზე ვაჭრობა 439 დოლარზე დაიხურა.

მანამ სანამ, ციფრული ვალუტა ახალ პოზიციებს არ დაიკავებს და ფასის ზრდის ტენდენციას არ აჩვენებს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი