ანალიტიკოსები: ალტკოინების კურსი მცირე რყევებს განიცდის

0
1770

ბიტკოინ Cash-ი ფასის მერყეობს აჩვენებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტოვალუტა 600 დოლარის ნიშნულს ასცდა, თუმცა მცირე რყევების გამო ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 581 დოლარს შეადგენს.

გუშინ, ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 616 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კურსი 619 დოლარს შეადგენდა. ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 573 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 574 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. თუკი ალტკოინი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ ფასი 660-დან 850 დოლარამდე გაიზარდოს.

ექსპერტების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდება, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასი 400 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა.

რიპლის ფასიც მსგავსად ბიტკოინ Cash-ისა მცირე რყევებს განიცდის. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.53 დოლარზე გაიხსნა. ეს მაჩვენებელი იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი, ხოლო კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 0.49 დოლარს შეადგენდა. ასევე 0.49 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.

თუკი რიპლი მოახერხებს და 0.55 დოლარის ზღვარს დასძლევს მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 0.62 დოლარის დონეზე, შემდეგ კი 0.76 დოლარზე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა ანალიტიკოსები ტრეიდერებს მოუწოდებენ, რომ 0.42 დოლარის ნიშნულზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი