აბუ-დაბის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე იზრუნებს

0
2012

აბუ-დაბის საფონდო ბირჟამ კრიპტოვალუტასთან და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დოკუმენტის მიხედვით დგინდება ციფრული აქტივების გაცემისათვის აუცილებელი ტექნიკური და ოპერატიული კრიტერიუმები. საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, რაშედ ალ ბლოშის განცხადებით, ეს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ აქტივები უფრო მეტად იყოს დაცული.

ალ ბლოშიმ ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხია საბაზრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მმართველობითი სტანდარტების შემუშავება ინვესტორთა ნდობის გაზრდის მიზნით.

რაშედ ალ ბლოშიმ ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი Blockchain ტექნილოგიის მიმართულებითაც მუშაობს, რათა მომავალში ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტების განვითარება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ-დაბის პორტში Blockchain ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამის შემოწმება მიმდინარეობდა.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, გაერთიანებული ემირატები აქტიურად მუშაობს ICO-ს საკითხზეც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამირო ICO-სთვის რეგულაციის შემოღებას 2019 წლის დასაწყისში გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი