მაიკლ ნოვოგრაცი: 2019 წელს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარი იქნება

0
1911

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკლ ნოვოგრაცი ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით ახალ პროგნოზს აკეთებს.

ბრიტანულ მედიასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ 2019 წელს ბიტკოინის ღირებულება 20.000 დოლარს მიაღწევს და შესაძლოა, კრიპტოვალუტამ ამ ნიშნულსაც გადააჭარბოს.

მისი აზრით, თუკი ბიტკოინი 6.900 დოლარის ზღვარს დასძლევს კურსის მატება გარდაუვალია.

“ბიტკოინის ფასი 6.800 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შემდეგ წლის ბოლოს ბიტკოინის კურსმა 8.800-სა და 9.000 დოლარს შორის უნდა იმოძრაოს”,- აღნიშნა მაიკლ ნოვოგრაციმ.

მაიკლ ნოვოგრაცი კრიპტოვალუტების კურსთან დაკავშირებით პოზიტიური ხედვებით გამოირჩევა. ოქტომბის თვის დასაწყისში მან Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი 2018 წელს 10.000 დოლარის ზღვარს არ ასცდებოდა. მანამდე მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მასობრივი ადაპტირება 5-6 წელიწადში იყო მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ანალიტიკოსმა ტიმ დრეიპერმა ბიტკოინის კურსის შესახებ განაცხადა, რომ 2022 წელს ბიტკოინის კურსი 250.000 დოლარს მიაღწევდა.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ კი, ექსპერტმა რეინ ნოინერმა აღნიშნა, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ის 50.000 დოლარს მიაღწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი