ანალიტიკოსები რიპლის კურსის მატებას 0.62 დოლარზე ელოდებიან

0
1671

რიპლის კურსი ბოლო დღეებია საგრძნობლად მატულობს. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.46 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.49 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ფასის ყველაზე დაბალი პოზიცია კი 0.46 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.49 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ელოდებიან, რომ რიპლის კურსი 0.55 დოლარის შემდეგ 0.62 დოლარის ნიშნულს მიაღწევს. შესაბამისად ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ როგორც კი კრიპტოვალუტა 0.48 დოლარის ზღვარს გადასცდება ვაჭრობა დაიწყონ. რიპლის კურსის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ციფრული ვალუტის ფასი 0.42 დოლარის დონემდე დაეცეს.

რაც შეეხება მონეროს, 4 ოქტომბერს კრიპტოვალუტის კურსი 112 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი მონერო ზრდის ტენდენციას გააგრძელებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 129 დოლარის ზღვარს მიაღწიოს. 129 დოლარის შემდეგ ანალიტიკოსები მონეროს კურსის 150 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ.

გუშინ, მონეროზე ვაჭრობა 111 დოლარზე გახსნა და დაიხურა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 112 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი 109 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ მონეროს კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 100 დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები ვაჭრობას მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი