ორი ბრაზილიური ბანკი სასამართლოს გადაწყვეტილებით კრიპტობირჟას ანგარიშებს გაუხსნის

0
1204

ორი მსხვილი ბრაზილიური ბანკი მზად არის, რომ ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟას საბანკო ანგარიშები ხელახლა გაუხსნას.

ამის შესახებ ბრაზილიური მედია იუწყება.

ფედერალური საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყდა, რომ Banco do Brasil-ი და Santander Brasil-ი Bitcoin Max-ს ანგარიშებს გაუხსნიან. მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნულმა ბანკებმა ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რის გამო შეიძლებოდა კრიპტობირჟისთვის ანგარიშის დახურვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულების შემთხვევაში, Santander Brasil-ს 5000 რეალის გადახდა მოუწევს, რაც დაახლოებით 1.300 დოლარის ექვივალენტია, ხოლო Banco do Brasil-ს კი 20.000 რეალის ჯარიმა დაეკისრება, რაც 5.400 დოლარია.

კრიპტობირჟის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ მალე სხვა ციფრული ვალუტების ბირჟების საბანკო ანგარიშებიც გაიხსნებოდა.

ამასთანავე, ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართლებრივი ბრძოლა არ არის დასრულებული, რადგან ფედერალურ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ “წინასწარი” ტიპის განაჩენის სახით განიხილება.

უფრო მეტიც, Banco do Brasil-მ Bitcoin Max-ის მომხმარებლების ანგარიშები დაბლოკა. თუმცა სასამართლომ 24 საათის განმავლობაში ანგარიშების დაუყოვნებლივი გახსნის ბრძანება გამოსცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი