“ცალკე აღებული ბიტკოინი არ წარმოადგენს არაფერს, მაგრამ ამავდროულად არის ღირებულება”,-ამის შესახებ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს ყოფილმა წევრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა.
კანადურ საინფორმაციო გამოშვებასთან საუბრის დროს ჯანეტ იელენს კრიპტოვალუტის შესახებ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ უსაუბრია. მან აღნიშნა, რომ ბიტკოინს ღირებულებითი სისტემა უნდა ჰქონდეს. თუმცა ციფრული ვალუტის ნაკლოვანებებზეც გაამახვილა ყურადღება.
“დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ რაღაც სასარგებლო და ხელსაყრელი უნდა იყოს, ის უნდა იყოს ღირებულება, მაგრამ ის არ არის სტაბილური ღირებულება და არ არის გადასახადების გადახდისთვის ეფექტური საშუალება. მას ძალიან დეცენტრალიზებული ხასიათი აქვს.”-, აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტეილორ უინკლევოსმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინის ირგვლივ გამართულ შეხვედრაზე კრიპტოვალუტის ღირებულებაზე ისაუბრა.
“კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა შორის გარიგებებისათვის… მაგრამ როდესაც ერთი მექანიზმით შესაძლებელია მეორე მექანიზმზე სავაჭრო ოეპრაციების განხორციელბა-ეს არის ეკონომიკური ღირებულება”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა.