კვლევა: გამოკითხულთა მხოლოდ 21% არ ეთანხმება კრიპტოვალუტისა და დოლარის ერთ კონტექსტში განხილვას

0
1779

კვლევითი ორგანიზაცია Clovr-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტას არჩევნების დროს ტრადიციული ვალუტის მსგავსი განსაზღვრება უნდა ჰქონდეს.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ციფრული ვალუტისა და აშშ დოლარის ერთ კონტექსტში მოხსენიებისა.

ამომრჩეველთა 60% მიიჩნევს, რომ კანონი კრიპტოვალუტის მიმართ ფედერალურ არჩევნებზე იმავე წესით უნდა იყოს დარეგულირებული, რა წესიც აშშ დოლარში შემოწირულობებს ეხება.

კითხვაზე, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ფინანსური სტაბილურობის შესახებ, რესპუბლიკელთა ნახევარზე მეტმა, 52% – განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ფინანსურად სტაბილურია, ხოლო დემოკრატების მხოლოდ 40% დაეთანხმა ამ მოსაზრებას.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, არჩევნების დროს ციფრული ვალუტით შემოწირულობის შესახებ რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მოსაზრებები მცირე ცდომილებით, მაგრამ მაინც ერთმანეთს დაემთხვა. კერძოდ, რესპუბლიკელთა 62%-მა და დემოკრატითა 61%-მა კრიპტოვალუტით შემოწირულობას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გამოქვეყნებული აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი რეგულაციის შემოღების საჭიროება არსებობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი