კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1285

22-28 ოქტომბრის შუალედში კრიპტოვალუტების ბაზარს განსაკუთრებული ცვლილებები არ განუცდია.

ბიტკოინი

ბიტკოინის სამიზნე ფასი კვლავ 6.831 დოლარი რჩება. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ამ ეტაპზე არსებულ ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 6.200 დოლარის ფარგლებში იმერყეოს.

ბოლო პერიოდია ბიტკოინი 5.900-სა და 6.075 დოლარს შორის მერყეობს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კრიტიკულ დროს 5.900 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ბიტკოინის ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა 6.831 დოლარის ზღვარს დასძლევს, ხოლო მომდევნო ნიშნულები კი 7.7400 და 8.400 დოლარია.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი მცირე მერყეობას განაგრძობს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასმა ჯერ 188, ხოლო შემდეგ 167 დოლარის ნიშნულამდე დაიწიოს.

ეთერიუმის კურსის ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ალტკოინის ფასი ჯერ 249 შემდეგ კი, 322 დოლარს მიაღწევს.

რიპლი

მიუხედავად იმისა, რომ 17 ოქტომბრიდან რიპლის კურსი მერყეობდა ანალიტიკოსები მოელიან, რომ რიპლი შეძლებს და 0.50 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასების კონფიგურაციას დაელოდონ და მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რიპლის მოსალოდნელი კურსის ნიშნულებია: 0.55, 0.63 და 0.76 დოლარი.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასმა ზრდის ნაცვლად კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონეებია ჯერ 0.37 შემდეგ კი, 0.27 დოლარი.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის შემთხვევაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კურსის კლების დროს შესაძლოა, ალტკოინის ფასი 300 დოლარამდე დაეცეს. ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 400 დოლარის ნიშნულზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ის კურსის ზრდის ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 400 დოლარს მკვეთრად ასცდება და 500 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდება.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 49-დან 51 დოლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასმა კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 29 დოლარია. ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 40 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ლაიტკოინის ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ალტკოინის ფასი 60 დოლარის ზღვარს ასცდება. თუკი, კრიპტოვალუტის ფასი 69 დოლარს მიაღწევს მოსალოდნელი დონე 94 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების ცვლილებას დააკვირდნენ და მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი