28 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1470

კვირას, 28 ოქტომბერს ციფრული ვალუტის ფასები მცირე რყევებს განიცდიდა. თუმცა კურსის ცვლილება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასების რყევამ მხოლოდ 1% შეადგინა.

ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 1.7%-ით გაუმჯობესდა. საბოლოოდ კი, კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 6.483 დოლარზე შეჩერდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასი 0.6%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 18 თვეა ბიტკოინის კურსი რყევებს განიცდის.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 204 დოლარი შეადგინა. ალტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე მხოლოდ 0.2%-ით გაუმჯობესდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 0.7%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი