Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი: კრიპტოსივრცის რეგულირება აუცილებელია

0
1524

კრიპტოვალუტის საინვესტიციო კომპანიის Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ელაიერმა გლობალური ეკონომიკის კონტექსტში კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ციფრული ვალუტის დარეგულირება აუცილებელია.

“საბოლოო ჯამში ციფრული ვალუტის ინდუსტრიისთვის საჭიროა გლობალური სახის რეგულაცია, ისეთი როგორიც G20 სამიტზე იყო განხილული”,-განაცხადა ჯერემი ელაიერმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ კოორდინირებულ მიდგომასა და ბირჟებზე შემოწმების მექანიზმის “იცნობდე შენს მომხმარებელს” აუცილებლობაზე.

Goldman Sachs-ის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ცალსახად მიაჩნია, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ საერთაშორისო წესები კრიპოტვალუტის სფეროს რეგულირებისთვის უნდა შეიმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ G20 სამიტზე გერმანიის ხელისუფლება კრიპტოვალუტის კონტროლის საშუალებად მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობას განიხილავდა.

“ვირტუალური ვალუტების ეფექტური რეგულირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად გაიზრდება საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან რეგულაცია სახელმწიფოს დონეზე აშკარად შეზღუდულია”,- აცხადებდა გერმანიის ბუნდესბანკის საბჭოს წევრი იოაკიმ ვუერმელინგი.

სამიტზე განსხვავებული პოზიცია იაპონიას ჰქონდა. იაპონიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ G20 სამიტი უნდა ფოკუსირებულიყო არა კრიპტოვალუტის რეგულირებაზე, არამედ ფულის გათეთრების ფაქტებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი