დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა, დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ფიზიკური ფულის მიმოქცევაზე ქვეყანაში, დაანონსა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს. სამეფო ზარაფხანის ციფრულ ვალუტა ოქროთი იქნება გამყარებული.
Blockchain-ზე დაფუძნებული მონეტა, რომელსაც Royal Mint Gold-ს უწოდებენ განიხილება, როგორც სამეფო ზარაფხანის საცავში არსებული ციფრული აქტივი.
სამეფო ზარაფხანა იქნება პირველი, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ოქროთი გამყარებულ ციფრულ აქტივს შესთავაზებს.
ტომ ქაგჰილმა Royal Mint Gold-ის ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა, რომ ერთი RMG მონეტა ერთი გრამი ოქროს თანაბარი იქნება. “როდესაც ციფრულ ვალუტას ფლობთ ეს ნიშნავს, რომ თქვენ რეალური ოქრო გიჭირავთ ხელში”. – აღნიშნა ტომ ქაგჰილმა
“World Gold Council”-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ბიტკოინისა და ოქროს შედარებისას აღნიშნული იყო, რომ 2017 წელს ბიტკოინის ფასის ზრდის მიუხედავად, ოქრო მნიშვნელოვანი შენახვის ღირებულებად რჩებოდა.
ტომ ქაგჰილმა ასევე, განაცხადა, რომ ბიტკოინით ინვესტიციები ოქროსთან შედარებით, არასაიმედოა. “ოქროს ალბათ ის არგუმენტი აქვს, რომ მისი ღირებულება 6000 წელს ითვლის, ხოლო ბიტკოინი შედარებით ახალგაზრდაა და ამიტომ, მისი მომავალი გაურკვეველია.”
პირველად RMG პროექტი საზეიმოდ 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ძვირფასი ლითონების მხარდაჭერით კრიპტოვალუტას ქმნის. გასულ კვირას, ავსტრალიის მედია აცხადებდა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი კომპანია Perth Min-ი საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნიდა, რომელიც ძვირფასი ლითონებით იქნებოდა გამყარებული.