ვენესუელის პრეზიდენტმა მოქალაქეებს პეტროში ინვესტიციის დაბანდებისკენ მოუწოდა

0
2052

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დასაქმებულებს მოუწოდა, რომ ოქროსა და ეროვნულ კრიპტოვალუტა პეტროში გადაიტანონ თავინათი შემოსავლები.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი Noticiero Digital reports-ი იტყობინება.

სატელევიზიო ეთერში მადურომ განაცხადა, რომ უახლოეს კვირეებში დასაქმებულები ბონუსების მიღებას პეტროთი შეძლებენ. “მე მოვუწოდებ დასაქმებულებს, რომ თავიანთი ბონუსების ინვესტირება ოქროსა და პეტროში მოახდინონ, რათა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გაძლიერდეს”,-განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ.

მას შემდეგ, რაც პეტრო მიმოქცევაში ჩაეშვა ვენესუელაში და მის ფარგლებს გარეთ საკმაო პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პეტროს გაყიდვის გამოცხადებიდან იმავე კვირას ნიკოლას მუდურომ 6 საეჭვო წარმოშობის ბირჟას ლიცენზია მიანიჭა და პეტროთი ვაჭრობის ნება დართო.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც სურვილი ექნებოდა ნავთობის შესყიდვის, იქნებოდა ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა კომპანია ვალდებული იქნებოდა, რომ ნავთობის საფასური პეტროთი გადაეხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი