რუსულმა სტარტაპმა უზბეკეთის წარმომადგენლებთან ერთად მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის მიზანია საავტორო უფლებებით სარგებლობისთვის Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება.
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იტყობინება.
რუსული ინტელექტუალური საკუთრების ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრის პრეზიდენტი ანდრეი კრიჩევსკი მოსკოვში ღია ინოვაციების ფორუმის დროს ტაშკენტის ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯასურ ზახოდოვს შეხვდა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ Blockchain ტექნოლოგია საავტორო უფლებების დაცვისთვის სხვადასხვა სფეროში დაინერგება, მაგალითად, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება და პატენტის ჩანაწერები.
ზახოდოვმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ Blockchain-ს შეუძლია დაეხმაროს საავტორო უფლების განვითარებას. მან აღნიშნა, რომ მეცნიერებს, გამომგონებლებს და ხელოვანებს ჯერჯერობით უჭირთ გაიგონ, თუ როგორ უნდა მოახდინონ მათი ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაცია.
“ჩვენი პარტნიორობა უზბეკეთში ინტელექტუალური საკუთრების განვითარებას შეუწყობს ხელს, ამიერიდან ყველას ეცოდინება, რომ საავტორო უფლებები რეალურად მუშაობს და მომგებიანია კაპიტალის თვალსაზრისითაც. ეს უნდა ავუხსნათ ავტორებს, რათა მათ კაპიტალის დაგროვების გზა ვაჩვენოთ”,- განაცხადა ტაშკენტის ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.