შემცირების შემდეგ ალტკოინების კურსი ზრდას განაგრძობს

0
1662

ბიტკოინ Cash-ის კურსი ბოლო ორი დღეა 450-დან 460 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 459 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 467 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 454 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 458 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 660-ზე, ხოლო შემდეგ 880 დოლარამდე გაიზარდოს.

სხვა ყველა შემთხვევა, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 400 დოლარას ჩამოსცდება კლების ტენდენცია იქნება და ამ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

რაც შეეხება რიპლის: უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის კურსი გუშინ საგრძნობლად გაუმჯობესდა. 16 ოქტომბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.45 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 0.47 დოლარი იყო, რომელზედაც შემდეგ ვაჭრობა დაიხურა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რიპლის აქვს ფასის გაუმჯობესების უფრო მეტი შანსი. თუმცა, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩევნა კურსი შესაძლოა 0.37 დოლარზე ჩამოვიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი