ისრაელის მარეგულირებელი Blockchain ტექნოლოგიის აქტიურად გამოყენებას გეგმავს

0
1992

ისრაელის ფასიანი ქაღალდების ორგანომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება შეტყობინებათა სისტემის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გაზეთი Times Of Israel-ი აქვეყნებს.

მარეგულირებლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ Blockchain-ი შეტყობინებისა და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენება, რომელსაც როგორც წესი, ფასიანი ქაღალდების ორგანო თავის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებს გადასცემს ხოლმე.

მარეგულირებელი Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით კიდევ ორი ​​გეგმის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ონლაინ ხმის სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას აძლევს ინვესტორებს მონაწილეობა მიიღონ შეხვედრებზე დისტანციურად. ასევე შექმნილია სისტემა “Magna”, რომელიც ფასიანი ქაღალდების ორგანოს რეგულირებადი სუბიექტების მიერ წარდგენილ ყველა ანგარიშს ინახავს.

როგორც გამოცემა წერს, ტექნოლოგიას შეუძლია უზრუნველყოს თაღლითობის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა. ამასთანავე, Blockchain ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ნამდვილობის შემოწმებაზეც.

მარეგულირებლის ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დირექტორის ნათან ჰერშკოვიცის განცხადებით, Blockchain-ის ქსელის ინტეგრირება მზარდი ტენდენციაა მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, დირექტორი აღნიშნავს, რომ Blockchain-ი ფინანსურ სფეროში ინოვაციური და რევოლუციური ტექნოლოგიაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი