იაპონიის მარეგულირებელი კრიპტობირჟა Zaif-ის შემოწმებას იწყებს

0
2011

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ 60 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვის შემდეგ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ იაპონური მედია წერს.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ფინანსური მომსახურებობის სააგენტომ პერსონალი უკვე გაუგზავნა კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ის ტექნიკურ ბიუროს, ბირჟის მშობელ კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ოსაკაში. მარეგულირებლის მიერ გაგზავნილი ჯგუფის უპირველესი მოვალებაა სიტუაციის შეფასება და დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ბირჟა დანაკარგების ანაზღაურებას.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაციამ ყველა ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ უსაფრთხოების ნორმები.

ასოციაციის გაფრთხილების შემდეგ, BitFlyer-ისა და Quoine- ის ბირჟების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, რომ შემოწმების დროს მონაცემთა რაიმე სახით დარღვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი