იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა

0
2230

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერების თავდასხმის ობიექტი იაპონური ბირჟა Zaif-ი გახდა. როგორც ცნობილია ჰაკერებმა ბირჟიდან 59 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

ბირჟის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, 14 სექტემბერს უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, ჰაკერებმა მოახერხეს მომხმარებელთა “ცხელი საფულიდან” 4.5 მილიარდი იენის მოპარვა, აგრეთვე მოიპარეს 2.2 მილიარდ იენად შეფასებული კომპანიის აქტივები. საერთო დანაკარგების ღირებულება კი 6.7 მილიარდ იენს ანუ დაახლოებით 59.7 მილიონი დოლარს შეადგენს.

Tech Bureau, რომელიც ოპერირებს Zaif-ზე, პრეს-რელიზში აღნიშნა, რომ 17 სექტემბერს სერვერს პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც Zaif-მა შეაჩერა დეპოზიტებიდან თანხის გატანა.

18 სექტემბერს ბირჟის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აცნობა იაპონიის მარეგულირებელს, ფინანსური მომსახურების სააგენტოს, რომ ბირჟა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ჰაკერებმა ბირჟიდან მოიპარეს 5.966 კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკონი, ბიტკოინ Cash-ი და MonaCoin-ი.

Tech Bureau-ს განცხადებით, კომპანია Fisco Digital Asset Group-ი Zaif-ის დაეხმარება, რათა მომხმარებლებს უკან დაუბრუნდეთ 5 მილიარდი იენის აქტივები.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap- ის თანახმად, კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით 101-ე ადგილზეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი