ანალიტიკოსები: ფასის მერყეობის შემდეგ კურსის გამყარებისთანავე ვაჭრობა მისაღებია

0
1983

ბიტკოინ Cash-ის კურსი 400 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტსი კურსი 4.38%-ით არის გაუმჯობესებული და ის 436 დოლარს შეადგენს.

18 სექტემბერს ბიტკოინ Cash-ის კურსი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად შემცირებული იყო. გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 418 დოლარზე გაიხსნა, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა 443 დოლარი იყო.

ხოლო, ყველაზე დაბალი დონე, რაც კი კრიპტოვალუტამ აჩვენა 414 დოლარია. მიუხედავად ამისა, დღის ბოლოს კურსმა მოიმატა და ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 435 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ბიტკოინ Cash-ის ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება კარდანოს: კარდანო წარმატებით იცავდა 0.07 დოლარის დონეს. თუმცა, ამის შედეგ ფასების მერყეობა დაიწყო და კურსი 0.06 დოლარის დონეზე დაეშვა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

გუშინ, კარდანოზე ვაჭრობა 0.063568 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.070220 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 0.062599 დოლარი. კარდანოზე ვაჭრობა კი, 0.069430 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ კარდანოს კურსის გამყარებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი