ტიპ დრეიპერი: 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონს მიაღწევს

0
2686

ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერის პროგნოზით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო DealStreetAsia იტყობინება.

სინგაპურში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, დრეიპერი საუბრობდა კრიპტოვლუტის ფასის ვარდნის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ვარდნა გამოწვეულია ბაზარზე ახალი ინვესტორების სიმცირით.

“მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის სფერო მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ინტერნეტის ქსელში გაშვების შემდეგ ინდუსტრიებმა 10-100 მილიარდი დოლარის მოგება ნახეს, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მოგება კი ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ციფრული ვალუტა იქნება ყველგან: ფინანსურ სექტორში, ჯანდაცვის სფეროში, სამთავრობო უწყებებსა და სადაზღვეო სისტემაში”,- აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

ზოგადად, ამერიკელი ტექ.-ინვესტორი კრიპტოვალუტის შესახებ დადებითი პროგნოზებით გამოირჩევა. ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიას ხშირად ადარებს ინტერნეტის საწყის ეტაპებს.

“ინტერნეტის შემთხვევაშიც იგივე მოხდა: ჯერ იყო ინტერესის დიდი ტალღა, შემდეგ შემცირდა დაინტერესება, ხოლო მომდევნო ჯერზე ინტერესი ბევრად კონცენტრირებული და მიზანმიმართული იყო. მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინის შემთხვევაშიც ასე მოხდება”,- განაცხადა ტექ.-ინვესტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი