BitPay-ის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ 2019 წლისთვის ბიტკოინის ფასი გაიზრდება.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან განაცხადა.
კომერციულმა დირექტრომა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრები ახალ ეტაპზე გადავა, თუმცა მანამდე საჭიროა “განსაზღვრული მომენტის” ან “კატალიზატორის” შერჩევა.
როგორც დირექტორი ამბობს, სინამდვილეში, “განსაზღვრული მომენტი” და “კატალიზატორი” ინსტიტუციონალური ინვესტორები არინ. მაგალითად, ისეთი როგორიცაა Goldman Sachs-ი და BlackRock-ი.
“მომავალ წელს დაინახავთ, რომ ეს მოსაზრება რეალური გახდება, რადგან Goldman Sachs-ი სავაჭრო პლატფორმაზე ბიტკოინს ამატებს, ხოლო BlackRock-ი კი ეთერიუმით ვაჭრობას იწყებს. ასე რომ ყველაფერი რეალობად იქცევა და დაინახავთ, რომ ფასი ისევ ზრდას დაიწყებს”,- აღნიშნავს BitPay-ის კომერციული დირექტორი.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინის ფასი მომავალ წელს მოიმატებს ამის ფონზე შესაძლოა, ალტკოინმა ზრდის ტენდენცია არ აჩვენოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინვესტორები მთელ ყურადღებას მხოლოდ ბიტკოინზე გადაიტანენ.
კომპანია BitPay-ის შესახებ საუბრისას კომერციულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ისინი ბიტკოინზე არასდროს ფიქრობდნენ, რომ ის “ეკონომიკური ბუშტი” იყო. კომერციული დირექტორის აზრით, ინდუსტრია სრულმასშტაბიან წინსვლას აპირებს, რაც ძირითადად ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან მზარდ პარტნიორობას უკავშირდება.