ბოლო სამი დღის განმავლობაში, ბიტკოინის კურსი 6.300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 12 სექტემბერს ბიტკოინზე ვაჭრობა 6.317 დოლარაზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი კი 6.363 დოლარზე დაფიქსირდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 5.900-დან 6.075 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს. თუკი ბიტკოინის ფასი 5.450 დოლარამდე შემცირდება მაშინ მოსალოდნელია, რომ მომდევნო პოზიცია 5.000 დოლარი იყოს.
თუმცა ექსპერტების არც ბიტკოინის ფასის მატებას გამორიცხავენ. იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა პირველი პოზიცია 6.500 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის კორექტირებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი კვლავ განაგრძობს შემცირებას.
გუშინ, ეთერიუმზე ვაჭრობა 185 დოლარზე გაიხსნა. 185 დოლარი ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 170 დოლარი იყო, ხოლო დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 183 დოლარზე დაიხურა.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეთერიუმის კურსი შესაძლოა, უფრო შემცირდეს და კრიპტოვალუტის ფასი 136 დოლარზე დაეცეს.
ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ამ ეტაპზე არსებული პოზიციები შეინარჩუნონ.