მედიაში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარშალის კუნძულები ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებაზე მუშაობს.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მარშალის კუნძულებს ურჩია, რომ კრიპტოვალუტის შესახებ ჩამოეყალიბებინა სწორი პოზიციები, რომ რაიმე სახის გაურკვევლობას ადგილი არ ჰქონოდა.
ამის ფონზე, 58 გვერდიან ანგარიშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აშშ-ს ბანკებს აფრთხილებს, რომ მარშალის კუნძულებთან მუშაობისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავონ.
“ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი, მისგან შემოსავლების მიღება და ეკონომიკური სარგებელი მცირეა. ხოლო, რეპუტაცია არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან არსებობს ფულის გათეთრების რისკები. ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გადახედოს ციფრული ვალუტის გამოცემის იურიდიული საკითხი”,- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი, დევიდ პოლმა “ბლუმბერგს” განუცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე ეროვნული კრიპტოვალუტა უნდა შექმნილიყო.
მარშალის კუნძულების ეროვნული კრიპტოვალუტა თავდაპირველად მცირე რაოდენობით გამოვა, რომელიც კუნძულების 53.000 მოქალაქისათვის იქნება გათვლილი.