სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციის შესახებ ახალი პროექტი წარმოადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროქტი კრიპტოვალუტისა და ICO-ს გლობალურ დონეზე დარეგულირებას გულისხმობს.
სეულში გაიმართა მე-20 საერთაშორისო საფინანსო მერეგულირებლების კონფერენცია, სადაც გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლემა Yoon Suk-heun-მა აღნიშნული პროექტის შესახებ პირველად განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას 15 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რათა უკანონო ქმედებები მაქსიმალურად იქნეს ჯერ შემცირებული და შემდეგ საბოლოოდ აღკვეთილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება Yoon Suk-heun-მ კონფერენციაზე საერთაშორისო კოორდინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო ფულის გათეთრების რისკებსაც.
საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, Yoon Suk-heun-მ ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაცია უნდა შეიცავდეს მომხმარებელთა დაცვის სისტემას და საფინანსო კომპანიების შიდა კონტროლსაც.