ანალიტიკოსები: თუ ბიტკოინის ფასმა მოიმატა მოსალოდნელი დონე 7.413 დოლარი იქნება

0
2103

ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ბიტკოინს 7.504 დოლარზე შეხვდებოდა წინააღმდეგობა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს ხანგრძლივი პოზიების შენარჩუნებას ურჩევდნენ.

გუშინ, ბიტკოინის ფასმა 6.910 დოლარამდე დაიწია. ამჟამად, ბიტკოინის კურსი რთულ მდგომარეობაშია. როგორც ანალიტკოსები ამბობენ, მომდევნო რამდენიმე დღეში უფრო ნათელი სურათი იქნება. იქამდე კი ტრეიდერებს ურჩევენ დააკვირდნენ ფასების ცვლილებას და მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნული 7.413 დოლარია.

ეთერიუმის კურსი საგრძნობლად არის შემცირებული. ამჟამად, კრიპტოვალუტა ცდილობს 14 აგვისტოს ნიშნული 249 დოლარი შეინარჩუნოს.

ანალიტიკოსებს მხოლოდ ერთი რჩევა აქვთ, ისინი ტრეიდერებს ფასის ასეთი მკვეთრი ვარდნის გამო ვაჭრობას არ ურჩევენ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: 5 სექტემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 58 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ლაიტკოინი ცდილობს, რომ 62 დოლარის დონეს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ამ დონეზე პოზიციებს არ გაიმყარებს ფასის დაცემა 49 დოლარზე არის მოსალოდნელი.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების შემდეგ ურჩევენ ტრეიდერებს ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი