ტაივანის სამედიცინო სფეროში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს

0
2325

ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს, რათა მეტად იყოს დაცული სამედიცინო ჩანაწერები.

ამის შესახებ ინფორმაციას Taipei Times-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ “ჯანდაცვის Blockchain პლატფორმა” განვითარდა მთავრობის მიერ სამედიცინო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა პაციენტებმა რეფერალური სერვისების მიღება უფრო უკეთესი ხარსისხით შეძლონ. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ინდივიდუალური ჯანდაცვის ქსელების შექმნას, რათა პაციენტებს საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებზე გაუადვილდეთ წვდომა. მომხმარებელს ჩანაწერების მოთხოვნის შემთხვევაში მობილური აპლიკაციის საშუალებით, მხოლოდ პაროლის შეყვანის შემდეგ შეუძლიათ სისტემაში შესვლა.

როგორც ცნობილი გახდა, პროექტმა კიდევ უნდა მოიცვას 100-ზე მეტი კლინიკა.

პლატფორმის საშუალებით პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა სამედიცინო ჩანაწერის სრული კომპლექტი, მათ შორის მაღალი ხარისხის სამედიცინო გამოსახულებები, ლაბორატორიული შედეგები და, რა საკვირველია ამომწურავი ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის შესახებ. ჩანაწერები “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემაში განთავსდება.

კლინიკის დირექტორი ჩენ რეი-ჯედემ Tapei Times-ს განუცხადა, რომ Blockchain-ი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. მან იქვე დასძინა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე არა მხოლოდ ელექტრონულად არის შენახული ინფორმაცია, არამედ ტექნოლოგია უსაფრთხოების უმაღლესი სისტემით არის აღჭურვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი