Samsung SDS-მა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა ბანკებთან ურთიერთობის გამარტივებისთვის შექმნა

0
2169

Samsung SDS-ის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიამ შეიმუშავა BankSign-ის პროგრამა, რომელიც Blockchain-ზეა დაფუძნებული. აღნიშნული პროექტი ბანკებთან ურთიერთობების გამარტივების მიზნით შეიქმნა.

უნდა აღინოშნოს, რომ პროექტი Samsung SDS-ისა და კორეის ბანკების ერთობლივი მუშაობის შედეგია. BankSign-ი მიზნად ისახავს ტრანზაქციების განხორციელებას სხვადასხვა ბანკების საოპერაციო სისტემის გამოყენებით. ამისთვის მხოლოდ საჭიროა რეგისტრაციის გავლა ერთ რომელიმე კონკრეტულ ბანკში.

განცხადების თანახმად, BankSign-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიძინოს ერთგვარი სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს სამი წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კლიენტი სურვილისამებრ გაივლის ხელახალ რეგისტრაციას.

Samsung SDS-ის საფინანსო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი ჰონგ-ჯუნ იო აცხადებს, რომ BankSign-ი იქნება საბანკო მომსახურეობისთვის Blockchain-ის გამოყენების პირველი მაგალითი. მისივე თქმით, კომპანია კიდევ უფრო გააფართოვებს ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ხელს შეიწყობს კონკურენციის გაძლიერებას ბანკებსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს შორის.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში აქტიურად მიმდინარეობს Blockchain-თან დაკავშირებული პროექტების განვითარება. რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ Blockchain-ის პოპულარიზაციის მიზნით ტექოლოგიასთან დაკავშირებული ახალი იდეების მიღება გამოაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი