ირანის ეროვნული ციფრული ვალუტის პროექტი მზად არის

0
2156

ირანის ეროვნული კიბერცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტის პროექტი მზად არის.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ციფრული ვალუტის პროექტი შეიქმნა ირანის პრეზიდენტის ჰასან რაჰანის ბრძანების მიხედვით.

ირანის კიბერსივრცის მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი საიდ მაჰდიუნი აცხადებს, რომ ეროვნული კრიპტოვალუტის შემოღების იდეას ირანის კიბერსივრცეც მიესალმება.

ქვეყნის კიბერსივრცის მარეგულირებელი ორგანის მმართველმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მალე გააქარწყლებს არსებულ გაურკვევლობას კრიპტოვალუტის გარშემო. ამასთან დაკავშირებით სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია ირანის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პოზიციის გაცხადება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კრიპტოვალუტით სავაჭრო ოპერაციების განხორციელება ირანის ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ აკრძალულია. ამის მიზეზი კი 2017 წელს დაფიქსირებული ფულის გათეთრების შემთხვევები გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი