მარტში, G-20 სამიტზე ბიტკოინის რეგულაცია მთავარი სადისკუსიო თემა იქნება

0
3300

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) “მოუთმენლად ელოდება” მარტში ბუენოს-აირესში დაგეგმილ G-20 სამიტს (საერთაშორისო ფინანსურ ფორუმს), სადაც გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა და ცენტრალურმა ბანკებმა კრიპტოვალუტის რეგულაციების საკითხი უნდა განიხილონ.

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ევროკომისიის საბჭოს წევრი ბენოიტ კოეური ეთანხმება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს ბრუნი ლე მაიღეს აზრს ბიტკოინთან დაკავშირებით. ეკონომისტების მოსაზრებით, G-20 სამიტზე ბიტკოინი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა იყოს.

“საერთაშორისო თანამეგობრობა ამზადებს პასუხს და მე ვფიქრობ, რომ 20 მარტს, ბუენოს-აირესში ამ საკითხებზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება” – აღნიშნა “როიტერთან” კოეურმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სტივენ მნუშინმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით აუცილებელია ჰქონდეთ შეთანხმბული პოზიცია.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ციფრულ ვალუტაზე განსხვავებული შეხედულები აქვთ. მაგალითად, შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, განაცხადა, რომ “არ არსებობს კრიტერიუმი, რის საფუველზეც კრიპტოვალუტა წარმოჩნდება, როგორც ფული”. ის(ციფრული ვალუტა) შეიძლება დაერქვას აქტივს, მაგრამ ის არ არის “ფულის კარგი ვერსია” იმიტომ, რომ სტაბილური დანაზოგის საშუალებას არ წარმოადგენს. კრიპტოვალუტა არ ჰგავს “კარგ ფულს”, რადგან მისი ღირებულება მრავალჯერ იცვლება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი