კონგრესმენი ტულსი გებერდი კრიპტოვალუტებში ინვესტიციას ახორციელებს

0
2209

ჰავაის დემოკრატი კონგრესმენი ტულსი გებერდი იმ ამერიკელ პოლიტიკოსთა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს ახორციელებს. ამ შემთხვევაში ინცესტიცია ლაიტკოინსა და ეთერიუმს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში ტულსი გებერდმა 1.001-დან 15.000 დოლარს შორის ღირებულების ორი აქტივი შეიძინა.

ამ დროს კრიპტოვალუტის ბაზარი ყოველდღიურად იზრდებოდა, ხოლო ბიტკოინის კურსი დაახლოებით 20.000 დოლარზე იყო. შესყიდვების ზუსტი თარიღის მიხედვით, კონგრესმენმა ლაიტკოინი და ეთერიუმი შეიძინა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კრიპტოვალუტის ღირებულება 2018 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს იყო კრიპტოვალუტების ბაზრის კრიზისი, რომელიც ჯერჯერობით ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ბობ გუდლეითმა ასევე ისაუბრა თავისი წლიური ფინანსური ანგარიშის შესახებ და განაცხადა, რომ ის ციფრული ვალუტების მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი