რუსეთმა კრიპტოვალუტის სტატუსი განსაზღვრა

0
2156

რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა ფედერალური კანონი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ,” რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის სტატუსს განსაზღვრავს.

კანონი ეხება კრიპტოვალუტების ბირჟაზე ვაჭრობას, მაინინგსა და “ჭკვიან კონტრაქტებს”.

ბრძანება დეკემბრის ბოლოს გამოიცა. დოკუმენტის მე-5 მუხლის თანახმად, “ფედერალური კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან 90 დღის შემდეგ”.

დოკუმენტი არეგულირებს ციფრულ ფინანსურ აქტივთა შექმნას, გამოშვებას, შენახვასა და მიმოქცევას. დოკუმენტი ასევე, “ჭკვიანი კონტაქტების” საფუძველზე დაკისრებულ ვალდებულებების შესრულებასაც ითვალისწინებს.

უშუალოდ კრიპტივალუტის სტატუსი ასე განისაზღვრა: “კრიპტოვალუტა არის გარიგებების რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად, ამ რეესტრში მონაწილეთა მიერ შექმნილი და რეგისტრირებული ციფრული ფინანსური აქტივების სახე”.

რაც შეეხება მაინინგს: “მაინინგი მიზნად ისახავს სამეწარმეო საქმიანობას, რომლის შედეგადაც მომხმარებელი კომპენსაციას კრიპტოვალუტაში მიიღებს. მაინინგი, შემდგომაში განისაზღვრება, როგორც ლეგალური მოქმედება”.

კანონის თანახმად, ციფრული ფინანსური აქტივების მფლობელებს უფლება აქვთ კრიპტოვალუტა სახელმწიფო ვალუტაში გაცვალონ.

თუმცა, კანონის პირველი თავის მეორე მუხლის ბოლო ნაწილის მიხედვით, კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებას არ წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი