მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კრიპტოვალუტის საკითხს განიხილავენ

0
3913

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა და Blockchan-ი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი მთავარი თემა.

Cointelegraph- თან საუბრისას ჯონ კერიმ აღნიშნა: “ხალხი ინვესტირებას დებს მასში (ბიტკოინში), ეს არის სერიოზული თანხები და მას აქვს ღირებულება, ასე რომ, ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ”.

კრიპტოვალუტა დღითიდღე უფრო მეტად და მეტად იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ამასთანავე, ქვეყნების ეკონომიკურ დღისწესრიგში კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხიც დგას.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის თომას იორდანიის აზრით, არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისად კრიპტოვალუტის რეგულირება შესაძლებელია.

ეკონომისტი რობერტ ჯეი შილერი, რომლის პოზიციაც ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით აქამდე ბუნდოვანი იყო, ფორუმის მიმდინარეობის დროს აღნიშნა: “კრიპტოვალუტა ნამდვილად ჭკვიანური გამოგონებაა. ამ ტექნოლოგიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სიმპატიით არიან განწყობილნი ამ ყველაფრის მიმართ”.

მაგრამ იქვე შენიშნავს: “დღეს, კრიპტოვალუტა ერთგვარი ვირუსია გახდა. რაც შეეხება Blockchan-ს, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არა, სტაბილური”.

ამერიკული საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანიის დამფუძნებელმა და პრეზიდეტმა ჯეიმი დაიმონმა კითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბოტკოინთან, ჟურნალისტს განუცხადა, რომ ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ჟურნალისტებმა დაიმონს თავისი შარშანდელი განცხადებაც შეახსენენს, როდესაც ბიტკოინს ცალსახად თაღლითობა უწოდა.

რეპორტიორების მიერ შეხსენებულ კომენტარზე დაიმონმა განაცხადა: “მე არ ვარ სკეპტიკოსი!”. მედიისთვის, ეს მინიშნება იყო იმაზე, რომ უმსხვილესმა ფინანსურმა კომპანიამ პოზიცია ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტების სასარგებლოდ შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინისთვის ვალუტის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი