Goldman Sachs-ი Blockchain სტარტაპში ინვესტიციას დებს

0
2953

Goldman Sachs-მა და სხვა საფინანსო ინსტიტუციებმა თუ კერძო ინვესტორებმა 32 მილიონი დოლარის კაპიტალი Blockchain სტარტაპში, Axoni-ში ჩადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი აქვეყნებს.

Axoni-ის თანადამფუძნებელი გრეგ შევიმ Forbes-ს განუცხადა, რომ ამ ნაბიჯით წარმოდგენილია არამხოლოდ საინვესტიციო კაპიტალი, არამედ ღრმა სტრატეგიული გათვლაც. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბევრი ინვესტორი თავად ახდენს ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ინოვაციების შემოტანას. ისეთი ინოვაციისა, მაგალითად, როგორიც არის Blockchain ტექნოლოგია.

Goldman Sachs-მა, JPMorgan-მა და Citigroup-მა უკვე წარმატებით დატესტეს Axoni- ის Blockchain პლატფორმა, რომელსაც სამომავლოდ სავაჭრო ოპერაციებში გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საჯაროდ წარადგინა. კრიპტოვალუტის შესახებ კომენტირებისას, რანა იარედიმ, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩართული იყო სავაჭრო გეგმების შექმნაში, განაცხადა, რომ ბანკი კლიენტის მოთხოვნას ითვალისწინებს:

“ჩვენთან საუბრისას კლიენტი ამბობს, რომ მინდა ვიყიდო ბიტკოინი ან ბიტკოინის “ფიუჩერსები”, რადგან ვფიქრობ, ეს არის ალტერნატიული შენახვის ღირებულება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი