სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Blockchain-ის განვითარებისთვის 10 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

0
3685

სინგაპურში დაფუძნებული Golden Gate Ventures-ი 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის კომპანიებში განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ფირმა, Golden Gate Ventures-ი ინვესტირებას დაიწყებს ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან, მათ შორის კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებთან და Blockchain სტარტაპებთან.

“ახლა უფრო გონივრულად და სწორად ხდება შეფასებები. უკვე დროა ამ ტექნოლოგიაში მასობრივად ჩაიდოს ინვესტიციები”,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ივნისში, Union Square Ventures-ი აცხადებდა, რომ Blockchain-სა და კრიპტოვალუტაში ინვესტირებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში განახორციელებდა.

ამ კვირაში, ჩინეთის მსხვილი, კომერციული ბანკის მიერ დაანონსებულ გეგმებში შედის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება და ასევე ფინანსური კვლევების აქტიური ჩატარება, რომელიც თავის მხრივ, Blockchain-ის მიერ მოტანილ სარგებელთან იქნება დაკავშირებული.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, სინგაპური ICO-ს განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად დასახელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიხედვით, სინგაპურში 11 ICO პროექტი ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი