6 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1862

გუშინ, 6 აგვისტოს ბიტკოინს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ კურსი 7.000 დოლარზე ზემოთ დაეფიქსირებინა.

ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 6.974 დოლარს შეადგენდა და ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.17%-ით იყო შემცირებული.

თუმცა დღის განმვლობაში, დილის საათებში ბიტკოინის კურსი 7.127 დოლარზე იყო დაფიქსირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი ფასი კვირის განმავლობაში 14%-ით არის შემცირებული.

ეთერიუმის ფასი 403 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კვირის განმავლობაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტა 50 დოლარით არის შემცირებული.

ეთერიუმის ღირებულების შემცირება ივლისის ბოლოდან დაიწყო და აგვიტოს თვეშიც გაგრძელდა. თვის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 13.7%-ით არის შემცირებული.

კრიპტოვალუტების კურსის შემცირებამ შესაბამისად, გამოიწვია მთლიანი კაპიტალიზაციის შემცირებაც. დღის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე მილიარდი დოლარის დაკარგვა. ამ ეტაპზე კაპიტალიზაციის მდგრადი ზრდა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 6 აგვისტოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 252 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი