აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო: საჭიროა კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი რეგულაცია

0
2529

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახალი ანგარიში ფინანსურ სექტორში ინოვაციებისადმი უფრო ხელსაყრელი მარეგულირებელი სისტემის შექმნას ეხება.

222 გვერდიანი ანგარიშში აღნიშნულია, რომ უწყებათაშორისი ძალისხმევით ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს სამუშაო ჯგუფი ამჟამად კრიპტოვალუტებისა და Blokckchain ტექნოლოგიის ამა თუ იმ სფეროზე გავლენებს იკვლევს.

საერთო ჯამში, დოკუმენტი აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, რომ ხელი შეუწყოს არსებულ ფინანსურ ტექნოლოგიებს და არსებული მარეგულირებელი სტრუქტურის მოდერნიზებას.

მოხსენება მხარს უჭერს უფრო გამარტივებულ და მორგებულ ზედამხედველობას. მოხსენება ასევე მრავალი რეკომენდაციისგან შედეგბა, რომელიც ზემდეტად ხისტი რეგულაციის სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული.

აღსანიშნავია, რომ კრიპტო აქტივების მიმართ ინტერესი მსოფლიო მასშტაბით საფინანსო წრეებში გაიზარდა. ამასთანავე, ამერიკის ფინანსთა სამინისტრო G20- სამიტის გადაწყვტილებას მხარს უჭერს, რომელიც კრიპტოვალუტის სერთაშორისო დონეზე დარეგულირებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ არაერთი ნეგატიური ინფორმაცია არის გაჟღერებული. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მარტში G20 სამიტის კომუნიკე ამბობს, რომ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის, კრიპტო აქტივებს ფინანსური სისტემის გაუმჯობესების პოტენციალი გააჩნია.

ამასთანავე, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ლაბორატორიების შექმნას, სამუშაო ჯგუფების დაკომლექტებას, რათა მარეგულირებელსა და ინოვატორებს შორის მყარი კავშირი შეიქმნას, რომელიც თავის მხრივ, აშშ-ს ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენას მოახდენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი