უკრაინის მთავრობა ეროვნულ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
2001

უკრაინის ნაციონალურ ბანკში (NBU) აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის გამოშვებაზე ფიქრობენ. საუბარია ელექტრონული გრივნაზე, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე არ იქნება დაფუძნებული.

ცენტრალური ბანკის Facebook- ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების” შესწავლა ქვეყნის ე.წ. უნაღდო ეკონომიკის პროექტის ნაწილია, რომლის პოტენციალიც ელ-გრივნაა”.

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია ელექტრონული გრივნის გამოშვების შესაძლებლობა, რომელიც არ იქნება განხილული კრიპტოვალუტად.

მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ელექტრონული გრივნის შექმნის შესაძლებლობის ირგვლივ დისკუსიაა გამართული.

ასევე, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით სარგებლობა უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უფრო მეტად მოვიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი