19 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2197

ხუთშაბათს, 19 ივლისს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ბაზარი გასული 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელოდ იყო შემცირებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Coinmarketcap-ის სიის პირველმა ათმა კრიპტოვალუტამ ჯამში 64%-იანი ზრდა განიცადა.

ბიტკოინმა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნა გუშინდელი დონე. უნდა ითქვას, ისიც, რომ ბიტკოინის კურსი გუშინ 7.418 დოლარს შეადგენდა.

ბიტკოინის საპირისპიროდ, მეორე ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის კურსმა კლება განიცადა. ეთერიუმის ფასმა დაახლოებით, 5.5%-თ დაიკლო. საბოლოოდ, კი კრიპტოვალუტის კურსი 467 დოლარის მაჩვენებლის ირგვლივ მერყეობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმი ამ კვირაში მომატებული 9%-ის შესაბამისი ნიშნულის შენარჩუნებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცამების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიარდი დოლარით უფრო ნაკლებია, ვიდრე გუშინ იყო. 19 ივლისს დაფიქსირებული მაჩვენებლების მიხედვით, კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 289 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი