Circle-ი: ეს ტექნოლოგია არის ინტერნეტის ახალი ინფრასტრუქტურა

0
1879

Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბარი სილბერტმა განაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე საზოგადოება მოახერხებს და ბიტკოინის ნამდვილ არსს მიხვდება.

ნიუ-იორკში, Delivering Alpha კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სილბერტმა განაცხადა: “ჩვენ ალბათ წლის განმავლობაში ნელ-ნელა გავაცნობიერებთ, თუ რა არის ბიტკოინი. გასულ კვირას მე გარკვეული ოდენობის ფული ჩავდე ბიტკოინში. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ დეცენტრალიზაციის საკითხში, ციფრული ფულის ადგილი ნამდვილად აქ არის”.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჯერემი ელეირი, რომელიც Circle სტარტაპის წარმომადგენელი იყო, ხოლო მას ზურგს Goldman Sachs-ი და Baidu უმაგრებდა. ჯერემი ეილერმა განაცხადა, რომ Blockchain-ი ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების საფუძველს შექმნის:

“ეს არის ინტერნეტის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეცვლის ოპერაციულ სისტემებს. ეს არის ინტერნეტის მომავალი და არამხოლოდ, ციფრული ოქრო”.

კენ გრიფინი, Citadel hedge fund-ის დამფუძნებელი და აღმსასრულებელი დირექტორი უფრო სკეპტიკურად უყურებს წამყვან კრიპტოვალუტას. მისი განცხადებით, ახალგაზრდებმა უფრო მეტი უნდა გააკეთინ საკუთარი ცხოვრებისთვის, ვიდრე კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი