იაპონიის მარეგულირებელი fintech კომპანიებისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნის

0
1980

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანამ მარეგულირებელი სტრუქტურა უნდა გააფართოოს, რათა fintech კომპანიების განვითარებისთვის უკეთესი სივრცე შეიქმნას. გაფართოების სეგემნტში მოხვდა კრიპტოვალუტაც.

ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა ორგანიზაციას, რათა გარემო უფრო შესაფერისი გახდეს და პრობლემები აღმოიფხვრას.

დღეიდან ახლადშექმნილი სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ორგანო, რომელიც შეცვლის ინსპექციის ორგანოს, იზრუნებს ფინანსური სტრატეგიის პოლიტიკის შემუშავებაზე და გაუმკლავდება ციფრული ვალუტის ბაზრის, fintech კომპანიების პრობლემებს და ასევე იმუშავებს ფულის გათეთრების საკითხებზეც.

გარდა ამისა, ორგანო პასუხისმგებელი იქნება ფინანსური ინსტიტუტების შემოწმებაზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს ბირჟების ზედამხედველობის ორგანო.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ რამდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟის წინააღმდეგ სააღსრულებო მოქმედებები დაიწყო. ჯერ კიდევ მარტის თვეში სააგენტომ შვიდი კრიპტოვალუტის ბირჟა დახურა, ხოლო 2 კრიპტობირჟას შენიშვნები გაუგზავნა და გაფრთხილებებით შემოიფარგლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი