ჰონგ-კონგის დე-ფაქტო ცენტრალური ბანკი 21 ბანკთან ერთად Blockchain-ის დანერგვას აპირებს.
ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
ჰონგ-კონგის საფინანსო წარმომადგენელსა და Ping Group-ის შვილობილ fintech კომპანია OneConnect-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანიც არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება.
ამასთანავე, პროექტის ძირითადი არსი დროისა და ბიუროკრატიის შემცირებაში მდგომარეობს.
როგორც, Financial Times-ი წერს, Blockchain-ის გამოყენებით, ტრანზაქციების ხანგრძლივობა დღეების ნაცვლად 24 საათი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში ჰონგ-კონგში კრიპტოვალუტის სფეროზე აქტიური დაკვირვება მიმდინარეობდა. ხოლო, რაც შეეხება Blockchain ტექნოლოგიას, უნდა აღინიშნოს, რომ ჰონგ-კონგის გარდა, კონტინენტური ჩინეთი საკმაოდ კეთილგანწყობილია Blockchain-ის მიმართ.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, Blockchain-ი ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილია და მიიჩნევს, რომ სწორედ Blockchain-ი და სხვა ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიები გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურას მთლიანად შეცვლის.