კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2914

ამ კვირაში კრიპტოვალუტის ბაზარმა კლება განიცადა. თუმცა, მომავალ კვირას შესაძლოა, ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით მოხდეს.

ბიტკოინი

ბიტკოინზე შეიძლება ითქვას, რომ კურსი ამ ეტაპისთვის 6.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუ ბიტკოინი 6.000 დოლარის ნიშნულს არ ასცდა ვერანაირ ფასის ზრდაზე ვერ იქნება საუბარი.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 5.900 დოლარზე მეტად შემცირდება მაშინ, მოსალოდნელი ფასის მაჩვენებლები ჯერ 5.400 ხოლო, შემდეგ 5.000 დოლარი იქნება.

ბიტკოინის კურსის გაუმჯობესების მაჩვენებლად ჩაითვლება 7.000 დოლარის პოზიცია. თუ ბიტკოინის ფასი 7.000 დოლარი გახდება მაშინ შემდეგი სამიზნე 8.560 დოლარია.

ექსპერტები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ 6.650 დოლარის პოზიცია გრძელვადიანად შეინარჩუნონ მანამ სანამ, განსაკუთრებული ფასის ზრდა არ შეინიშნება.

ეთერიუმი

მომავალი კვირისთვის, თუ ეთერიუმი 404 დოლარამდე არ შემცირდა მაშინ, მოსალოდნელი ფასი 500 დოლარი იქნება.

თუკი, კრიპტოვალუტა 500 დოლარის ნიშნულს მიაღწევს მოსალოდნელი ფასი უკვე 600 დოლარი იქნება. მხოლოდ 550 დოლარზე შეიძლება წააყდეს კრიპტოვალუტა წინააღმდეგობას.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი 404 დოლარს ქვემოთ ჩამოვა მოსალოდნელი დონე 358 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს 500 დოლარის გრძელვადიან პოზიციაზე შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

რიპლის მცირე მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეს 0.38 დოლარზე.

კურსის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა 0.52 დოლარამდე მოახერხებს ფასის გაზრდას. ამის შემდეგ, მომდევნო დონე 0.56 დოლარი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტებს სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით რიპლისთან დაკავშირებით მეტნაკლებად პოზიტიური პროგნოზი აქვთ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად აგრძელებს ფასის კლებას. თუ კრიპტოვალუტა 657 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა შემდეგი პოზიცია 619 დოლარი იქნება.

თუმცა, თუ კრიპტოვალუტამ ფასის ზრდა მოახერხა მოსალოდნელი ფასი 838 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს გრძელვადიანი პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი კვლავ 74 დოლარის ფარგლებში იმყოფება.

თუ კრიპტოვალუტის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მაშინ, მოსალოდნელი მაჩვენებელი 67 დოლარი იქნება. მაგრამ, თუ ლაიტკოინმა ფასის ზრდა მოახერხა მოსალოდნელი პოზიციებია ჯერ 91 დოლარი შემდეგ, 102 და 107 დოლარის ნიშნულებია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორციელონ რაიმე სახის ვაჭრობა, სანამ ლაიტკოინის ფასი სტაბილური არ გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი