მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესმა საფონდო ბირჟამ საკუთარი გეგმები გაამჟღავნა და განაცხადა, რომ ლეჯერი ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს.
შანხაის საფონდო ბირჟა, რომლის ბაზრის კაპიტალიც 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია გაზარდოს ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის გამჭვირვალობა.
“ბაზრის ნაწილი ახლა ამ ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული პროგრამები ამ ტექნოლოგიას სრულად დანერგავენ”, – ნათქვამია ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალა პირველადი მონეტარული შეთავაზებებით ვაჭრობა ქვეყანაში მეტნაკლებად გაგრძელდა.
რაც შეეხება Blockchain-ს, ხელისუფლებამ მიმდინარე წელს სულ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა ჩადო Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში Santander-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ არის შესაძლებელი Blockchain ტექნოლოგიის განვითარება ფასიანი ქაღალდების სისტემაში.