აშშ, შვეიცარია და სინგაპური ICO-ს განვითარებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებად დასახელდა

0
2399

ბოლო პერიოდში ICO-ს შესახებ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია და სინგაპური პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნებად დასახელდა.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ Crypto Finance Conference-ის მკვლევრები. კვლევა მთლიანად დაფუძნებულია 100-ზე მეტი ICO-ს შესახებ საჯარო ინფორმაციის მონაცემზე დაყრდნობით.

ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ს, როგორც ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანის სტატუსი ICO-ს წარმოებისა და განვითარებისთვის. როგორც კვლევიდან ირკვევა, ამერიკაში სულ 30 ICO-ს კომპანია ოპერირებს.

მეორე ადგილზე არის შვეიცარია. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ICO-ში ინვესტირების პროცესი. ხოლო მესამე ადგილს იკავეს სინგაპური. კვლევის მიხედვით, სინგაპურში 11 ICO პროექტი ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რუსეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, როგორც კრიპტო პროექტების დაფინანსებისა და განვითარებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი