ტაილანდის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო გადარიცხვებში Blockchain-ის დანერგვას გეგმავს

0
3091

ტაილანდის ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანკი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს.

ცენტრალური ბანკის მმართველმა, დოქტორმა ვერათიაი სანტიპრაბობმა განაცხადა, რომ ბანკი Blockchain-ს განიხილავს საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში ოპერირებისთვის.

მისი განცხადებით, საერთაშორისო გადარიცხვებში Blockchain-ის გამოყენება გააუმჯობესებს რეგიონის ფინანსურ კავშირებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსური კავშირების გამარტივებას.

ტაილანდის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანლის აზრით, Blockchain-ი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თაღლითობის შემცირების კუთხით და უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის დაცვას.

“თანამედროვე ტექნოლოგიების მიღება, როგორიცაა Blockchain-ი ხელს შეუწყობს ფინანსური ინფორმაციის დაცვას და თაღლითური და საეჭვო გარიგებების შემცირებას”,- განმარტა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

ვერათიაი სანტიპრაბობმა ასევე ისაუბრა ბანკის მიერ განახლებული რეგულაციების შესახებაც, რაც მისი აზრით, ხელს შეუწყობს კონკურენციისა და ინოვაციების წახალისებას.

“ტაილანდის ბანკი ასევე ახორციელებს მარეგულირებელ რეფორმებს, გადაიხედება მოძველებულ წესები და რეგულაციები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგულაციები ხელს არ შეუშლის კონკურენციას და ინოვაციას, პირიქით ხელს უწყობს ფინანსური მომსახურების გაუმჯობესებას”,- აღნიშნა ტაილანდის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი