9 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1429

კრიპტოვალუტის ბაზრისთვის კვირა არცთუ ისე კარგად დაიწყო. Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ორშაბათს, 9 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარმა კვირა დღის მაჩვენებელთან შედარებით დაიკლო.

თუ კვირას კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 280 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა ორშაბათს, ეს მაჩვენებელი 15 მილიარდით შემცირდა.

რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს:

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.49%-ით დაიკლო. საბოლოოდ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.672 დოლარი შეადგინა.

ეთერიუმის კურსის დანაკრგი ბიტკოინთან შედარებით უფრო მეტია. უკანასკნელი 24 საათის განმვალობაში კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 3.46%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუშინ ეთერიუმის კურსი დაახლოებით, 467 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 9 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 265 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია შაბათი დღის ბაზრის მონაცემებთან ყველაზე ახლოს იყო. შაბათს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 266 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი