რობერტ სლამერი: ბიტკოინისთვის კრიტიკული დონე 6.000 დოლარია

0
2677

ანალიტიკოსმა რობერტ სლამერმა განაცხადა, რომ ბიტკოინისთვის 6.300 დოლარის დონე კრიტიკულია და, თუ კრიპტოვალუტა ამას გადალახავს მაშინ, ბიტკოინი კურსის შემცირებას შეწყვეტს.

ბიტკოინის კურსის 15 დღიანი ანალიზის შემდეგ, სლამერმა განაცხადა:

“ჩვენ გვაქვს კრიტიკული დონე 5.800-6000 დოლარზე, წინააღმდეგობა კრიპტოვალუტას 6.300-6.400 დოლარზე შეხვდება. თუ ბიტკოინი ამ ზღვარს გადალახავს მაშინ, ის დაიწყებს კურსის ზრდას”.

ანალიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ ტენდენცია, რომელიც ამ წლის ჩარტებში გამოვლინდა არის ის, რომ, თითქმის, ყოველთვის ბიტკოინის კრიტიკული ნიშნული 7.000 დოლარია.

სლამერი აღნიშნავს იმასაც, მანამ სანამ, ბიტკოინის კურსი 5.800-6.000 დონეს არ ასცდება შეუძლებელია ფასის ზრდაზე საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ბიტკოინის კურსი დაახლოებით, 6.100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კრიპტოვალუტის ფასმა ამ კვირაში 9%-ით დაიკლო, ხოლო საერთოდ ივნისის თვის განმავლობაში კი, ბიტკოინის კურსი 15%-ით შემცირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი